მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 01 ივნისი 2026, 18:15

დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს, ეკონომიკაც გაჯანსაღდება, ყველაფერი გაჯანსაღდება. როდესაც უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ვჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან. არავის ეგონოს, რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვამს. ეკლესია არ დაუშვებს ამას, პირდაპირ გეუბნებით. მალე მოვა ის დრო, როდესაც ურთიერთობები ყველასთან დალაგდება. მთავარია, ერთმანეთთან დავალაგოთ ურთიერთობები“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვერის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
არქივი