აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 01 ივნისი 2026, 18:24

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორე მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში დაცული იქნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამის პარალელურად ეფექტური ზომები გატარდება ზიზღის ენისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ერთი მხრივ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორე მხრივ, არ დავუშვათ და სანქციების ქვეშ მოვაქციოთ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ამისკენ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო დებატების სივრცის გახსნა და მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამმართველო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ზიზღისა და შუღლის ენას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსების შელახვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სამმართველო იმუშავებს პროაქტიულ რეჟიმში და არ იქნება მოქალაქის საჩივარზე დამოკიდებული.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, გარანტები ვიქნებით იმისა, რომ დაცული იქნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ამის გარანტი იქნება თვითონ შსს, სასამართლო. და რაც ყველაზე მთავარია, ამის გარანტი იქნება მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ასე რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ასეთი სამმართველოს შექმნა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა. რომელიც დაფუძნებული იყო ზიზღზე, შუღლსა და შეურაცხყოფაზე“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. შსს-ის ცნობით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვერის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
არქივი