73
01 ივნისი 2026, 18:26
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვერის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, რაიონში მცხოვრები პატარებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო.
სამი საათის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, პატარებისთვის მოეწყო მინი გოლფის და ბოულინგის კუთხე, ბატუტები, ასევე ჩატარდა ილუზიონისტის შოუ, ჯამბაზების სანახაობრივი პროგრამა და დრამერების მსვლელობა. გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თაბაშირისგან დამზადებული ანიმაციური ფილმების პერსონაჟები მოეხატათ და დაემზადებინათ სამკაულები.
მათ განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურა აბაშიძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |