ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 02 ივნისი 2026, 09:28

ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაშია. ვიზიტის ფარგლებში, ოტავასა და ტორონტოში მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი, მათ შორის კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება სენატისა და თემთა პალატის წამყვან კომიტეტებში, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში. საპარლამენტო დელეგაცია უკვე შეხვდა საგარეო და ადამიანური რესურსების კომიტეტების ხელმძღვანელებს.

„ვიზიტის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა შევხვდეთ ქართულ დიასპორას და თავისთავად ეს ვიზიტი ემსახურება საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გამყარებას და ამ ურთიერთობების უფრო საინტერესო ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პეტერ მადიარი მზად არის შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება
ჯონ მირშაიმერი: ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებით შეგულიანებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მათი ხალხი არ იღუპება
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა
პრემიერი დინო პარკზე: არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, საბოლოო ჯამში, ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია
არქივი