ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 02 ივნისი 2026, 18:11

ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ყველა მათგანი სრულად აღიარებს დანაშაულს. სწორედ ამის გათვალისწინებით, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება.

„თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა სახელმწიფო ბრალდებას მომართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. აღნიშნული განცხადების მიხედვით, შვიდივე ბრალდებული სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც და კვლავ მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

მათი ეს პოზიცია მხედველობაში მიიღო სახელმწიფო ბრალდებამ, ასევე გავითვალისწინეთ მათი აღიარება და მონანიება ჩადენილი დანაშაულის ირგვლივ და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ბრალდება დათანხმდა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. მომავალ სხდომაზე სასამართლოს წარვუდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვითაც შვიდივე მათგანს განესაზღვრება პირობითი მსჯავრი და გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან“, - განაცხადა პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ.

„მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მიმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ და მივიღეთ პირობად, რომ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება ამ პირობებით, დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ეთანხმება და აღიარებს ბრალს. 9 რიცხვში საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად არ ედება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება, ან მცდელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალი არის მხოლოდ 225-ე მუხლი, რაც არეულობაში მონაწილეობას გულისხმობს“, - განაცხადა ავთანდილ სურმანიძის და ბექა ქელეხსაშვილის ადვოკატმა ნანა ფარჩუკაშვილმა.

„სამი წელი პირობითი, ბრალი უკვე აღიარა, სავარაუდოდ შემდეგ სამშაბათს გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, დაკმაყოფილდა და შესაბამისად მზაობა გვაქვს, რომ ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა გიორგი მულაძის ადვოკატმა თამარ ენუქიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პეტერ მადიარი მზად არის შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება
ჯონ მირშაიმერი: ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებით შეგულიანებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მათი ხალხი არ იღუპება
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა
პრემიერი დინო პარკზე: არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, საბოლოო ჯამში, ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია
პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს
არქივი