პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ მირშაიმერის განცხადებით, ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იომონ, რაც მორალური სისაძაგლეა.
პროფესორმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მაინც წააგებს.
“ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ ჩვენ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიომოთ, რაც ჩემი აზრით, მორალური სისაძაგლეა. იმას ვგულისხმობ, რასაც ახლა ვაკეთებთ. უკრაინელები ამ ომს წააგებენ. შევეცდები აგიხსნათ. მათ დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ ბრძოლა საკუთარი სიკეთისთვის. უკრაინაში არსებული დემოგრაფიული ვითარების აღწერა შეიძლება, როგორც დემოგრაფიული სიკვდილის სპირალის და ჩვენ მათ ვახალისებთ, ადამიანები ხორცსაკეპ მანქანაში ჩააგდონ მაშინ, როცა ისინი მაინც წააგებენ“, - განაცხადა მირშაიმერმა.
ამერიკელი პროფესორის თქმით, ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ლიდერები ომის გაგრძელებით შეგულიანებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მათი ხალხი არ იღუპება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |