პეტერ მადიარი მზად არის შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 02 ივნისი 2026, 18:58

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი მზად არის, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარმა დაადასტურა, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის გრძელდება მოლაპარაკებები - ჯერჯერობით ტექნიკურ დონეზე - უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებით.

„ამჟამად ეს მოლაპარაკებები ძალიან იმედისმომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ მათი ტექნიკურ დონეზე დასრულება უკვე ამ კვირაში მოხერხდება“, - აღნიშნა მან.

მადიარმა განაცხადა, რომ მზად არის, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი მათ უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა შეეძლებათ.

„უმცირესობისთვის საკუთარი მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლაში, ადმინისტრაციაში თუ საკუთარი კულტურული უფლებების დაცვა - ეს არ არის რაღაც დამატებითი. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს“, - განაცხადა მან.

პეტერ მადიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინასთან არსებული ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის მიმართ, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია გრძელდება.

„ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცელი გადავშალოთ უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებში“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯონ მირშაიმერი: ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებით შეგულიანებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მათი ხალხი არ იღუპება
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა
პრემიერი დინო პარკზე: არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, საბოლოო ჯამში, ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია
პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს
არქივი