ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 03 ივნისი 2026, 14:16

უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან - ზაბარნისაგან ისწავლოს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას თქმით, პსჟ-ის უკრაინელ ფეხბურთელს, რომელიც რუს თანაგუნდელ, საფონოვს, არ ესალმება, დისონანსი შეაქვს გუნდის ერთიანობაში, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული კიკნაძე და მისთანანი კი მოუწოდებენ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი არაპროფესიონალური ქმედებისკენ, რაც ხუბუას შეფასებით „პროვინციული ქაჯობაა“.

„უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არა მხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან. ე.ი. რადგან პსჟ-ის სათადარიგო მოთამაშე, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ზაბარნი რუს თანაგუნდელ საფონოვს გამარჯობას არ ეუბნება, ხოლო პსჟ-ის ლიდერი, მსოფლიო ვარსკვლავი კვარაცხელია საფონოვთან მეგობრობს, ზაბარნი ყოფილა ადამიანი და კვარა - არაადამიანი; ე.ი. თანაგუნდელი თანაგუნდელს არ უნდა ესალმებოდეს ეროვნული ნიშნით და პოლიტიკური მოტივით, დისონანსი უნდა შეჰქონდეს გუნდის ერთიანობაში და უხერხულობასა და დაძაბულობას ქმნიდეს გუნდის გასახდელში - ასეთია საშუალო სტატისტიკური, პრიმიტივი აკაცუკის კოლექტიური აზროვნება.

არადა, პსჟ-ის სათადარიგო მცველს, უკრაინელ ზაბარნის მართლა პატრიოტიზმი თუ ამოძრავებს, რუსი საფონოვისათვის ხელის არჩამორთმევასა და ხმის არგაცემას კი არ აირჩევდა პროტესტის ფორმად, არამედ ადგებოდა და საერთოდ წავიდოდა გუნდიდან, რომელმაც ძირითად მეკარედ საფონოვი დაიყენა. სწორედ ეს იქნებოდა პრინციპულობისა და შეუვალობის აქტი, ხოლო ის, რასაც ზაბარნი ახლა აკეთებს, მხოლოდ ორსაჯდომიანობა და მენტალური პროვინციალიზმის გამომხატველი ჭინჭყლობაა. ჰოდა, ვიღაც აკაცუკი კიკნაძე ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას მოუწოდებს, უკრაინელი ზაბარნისგან ორსაჯდომიანობა და პროვინციული ქაჯობა ისწავლოს. ალბათ, სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ ხვიჩა კვარაცხელია არამხოლოდ ქართული ფეხბურთის მეტრად, არამედ ნაც - აკაცუკთა უკიდეგანო უსამშობლობის უნებლიე მამხილებლადაც ჩამოყალიბდა“, - წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი