კრისტოფერ ლანდაუ - სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 04 ივნისი 2026, 10:52

სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ ეროვნულ დღეებს იშვიათად ესწრება, ამ შემთხვევაში ღონისძიებაზე დასწრება სიმბოლურია და ეს ურთიერთობების დათბობის სურვილის სიმბოლოა.

„გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები.

ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით; მე კი აქ ვარ, რათა მივიღო სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა.

ამრიგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას/მომენტუმს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ“, - განაცხადა ლანდაუმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრეკაზა“, „სტრეკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: შეერთებული შტატები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, ვამაყობ ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომითა და ხალხებს შორის არსებული მჭიდრო კავშირებით, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას
ჯაბა ხუბუა: ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა და მისი გადაცემის მონაწილეებს
სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
არქივი