რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენა სამართლიანობის პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ მხრივ პოზიტიური დინამიკის არსებობაზე საუბრობს.
„ცხადია, ღირსეული ურთიერთობები ქვეყნებს შორის სამართლიანობის პრინციპზე დგას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სწორედ მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები არაერთი მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია გადატვირთვა და ეს გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს სწორედ სამართლიანობის პრინციპებს. პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა. ვხედავთ რეგულარულ შეხვედრებს, მაღალი დონის ვიზიტებს, რაც ხელს უწყობს სამართლიანობის საკითხების განმტკიცებას“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |