ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 04 ივნისი 2026, 16:06

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი, - წერის 3 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში Intelligence Online-ის რედაქტორი ანტუან იზამბარდი.

„ეს თავდაპირველად საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მხრიდან საქართველოში გადადგმული ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რაც მოიცავდა ქვეყნის არაფორმალური მმართველის ახლო გარემოცვის წევრის გადაბირებას. თუმცა, ყველაფერი თავად ფრანგული დაზვერვის წინააღმდეგ შემობრუნდა, როდესაც ქართულმა კონტრდაზვერვამ ეს ოპერაცია გამოააშკარავა“, - აღნიშნავს იზამბარდი.

სტატიის თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მნიშვნელოვანი პირის გადაბირება.

ავტორის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.

შეგახსენებთ, 8 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა და გააფრთხილა მათ შორის მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები და სთხოვა გაეყვანათ საკუთარი ხალხი, რომლების საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი