დავით ქართველიშვილი: მარკო რუბიოს მოადგილის განცხადება, იყო ალბათ მცდელობა თავისი შეფის - სახელმწიფო მდივნის ცოტა გაუგებარი და მკვეთრი განცხადებები გადაეყვანა იმ პოზიტიურ ჭრილში, რომელშიც ამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 04 ივნისი 2026, 18:16

მისი [ლანდაუს] განცხადება, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს კულტურას, პატივი სცა ჩვენს ისტორიას, იყო ალბათ მცდელობა თავისი შეფის - სახელმწიფო მდივნის ცოტა გაუგებარი და მკვეთრი განცხადებები გადაეყვანა იმ პოზიტიურ ჭრილში, რომელშიც ამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

წამყვანმა ჰკითხა, რამდენად შეიძლება სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს განცხადება ჩაითვალოს საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის რეალურ საგარეო კურსის უფრო ზუსტ ინდიკატორად, ვიდრე მარკო რუბიოს კონგრესში გაკეთებული კომენტარები.

„რაც შეეხება მარკო რუბიოს დისკუსიას კონგრესში ჯო უილსონთან, რომელიც არის ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ღია ლობისტი და ამას მტკიცება არ უნდა, მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ კონგრესში მარკო რუბიო ხმას აუწევდა ჯო უილსონს, ან უფრო მკვეთრად დაიცავდა საქართველოს მისამართით გამოთქმული უსამართლო პრეტენზიების გამო ჩვენს პოზიციას. მარკო რუბიო მაინც უფრო პოლიტიკოსია, მიუხედავად ამისა, მისი პასუხებიდან მთავარი ის კი არ არის რა თქვა, მთავარია ის, რაც არ თქვა.

მას არ უხსენებია ჩვენი ხელისუფლება როგორც არალეგიტიმური, არ წაუყენებია სანქციების საკითხი, ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია თუ რომელი პრეზიდენტი მართავს დღეს საქართველოს, რომელსაც უკვე ორგზის მიულოცა დამოუკიდებლობის დღე ამერიკის პრეზიდენტმა. ეს არის ჩვენთვის მთავარი. დანარჩენი, რაც თქვა მარკო რუბიომ, იმდენად ორაზროვანი და ბუნდოვანია, თავად რადიკალურ ოპოზიციას ვერ გაურკვევია უხაროდეთ, თუ არა.

საპირწონედ მინდა მოვიყვანო რუბიოს მოადგილის კრისტოფერ ლანდაუს განცხადება, რომელიც პროფესიონალი დიპლომატია რუბიოსგან განსხვავებით. მისი განცხადება რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს კულტურას, პატივი სცა ჩვენს ისტორიას, იყო ალბათ მცდელობა თავისი შეფის - სახელმწიფო მდივნის ცოტა გაუგებარი და მკვეთრი განცხადებები გადაეყვანა იმ პოზიტიურ ჭრილში, რომელშიც ამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „ძალზედ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული, ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. ვთვლი, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ რიგშია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გვარაკიძე - პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა
გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში
გენერალური პროკურორი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო - „პირველ კალათაში“
სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში აყვანილი ძაღლები პირვანდელ ლოკაციაზე დაბრუნდებიან
არქივი