გენერალური პროკურორი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო - „პირველ კალათაში“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 04 ივნისი 2026, 20:19

პროკურატურის პრიორიტეტული საზრუნავია ორგანიზებული დანაშაულის - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო – „პირველ კალათაში“. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით, საქართველო 2025 წელსაც ერთადერთი იყო რეგიონის მასშტაბით, რომელმაც შეფასების უმაღლესი ნიშნული დაიკავა - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულოდ ჩართვის შესახებ.

„ანგარიშში ხაზგასმულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულოდ ჩართვის შესახებ.

2025 წელს, პროკურატურის ორგანიზებით, შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა აქტიურად იმუშავა შრომითი ტრეფიკინგის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს
გიორგი გვარაკიძე - პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა
გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში
დავით ქართველიშვილი: მარკო რუბიოს მოადგილის განცხადება, იყო ალბათ მცდელობა თავისი შეფის - სახელმწიფო მდივნის ცოტა გაუგებარი და მკვეთრი განცხადებები გადაეყვანა იმ პოზიტიურ ჭრილში, რომელშიც ამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები
არქივი