გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 04 ივნისი 2026, 20:43

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4585 პირის მიმართ. მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში. 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან საერთო სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა 62%, რაც წინა 5 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, 2025 წელსაც გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, შედეგად, სპეციალიზაციის ტრენინგი გაიარა 21-მა პროკურორმა.

„ოჯახური დანაშაულის რეციდივის კვლევის მიზნებისთვის 2025 წელს შესწავლილია 2018 წლის განმავლობაში ოჯახურ დანაშაულზე დევნადაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, ასევე, იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებმაც განმეორებით ჩაიდინეს ოჯახური დანაშაული. მონაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ დანაშაულის რეციდივის შესაძლო ფაქტორები, შევაფასოთ ოჯახურ დანაშაულზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ეფექტიანობა, აგრეთვე, კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით სამომავლოდ შემუშავდეს სწორი და ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, ხოლო სავალდებულო წესით ერთვებოდნენ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ, სსკ-ის 109-ე, 115-ე, 137-141-ე, 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებში“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს
გიორგი გვარაკიძე - პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა
გენერალური პროკურორი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო - „პირველ კალათაში“
დავით ქართველიშვილი: მარკო რუბიოს მოადგილის განცხადება, იყო ალბათ მცდელობა თავისი შეფის - სახელმწიფო მდივნის ცოტა გაუგებარი და მკვეთრი განცხადებები გადაეყვანა იმ პოზიტიურ ჭრილში, რომელშიც ამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები
არქივი