გიორგი გვარაკიძე - პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 04 ივნისი 2026, 20:59

საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენა, უკანონო აქტივების კვალზე მიდევნება, აღმოჩენა და შემდგომი კონფისკაცია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განმარტა, აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები.

„2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 73 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 80 პირის, მათ შორის რვა იურიდიული პირის მიმართ. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობაც, რომელიც გამოტანილია 102 პირის, მათ შორის, 23 იურიდიული პირის მიმართ. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქტივების ღირებულება კი აღემატება 75 მლნ. ლარს. პირველად იქნა ჩამორთმეული 19,4 მილიონი ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

ფულის გათეთრება არალეგალურ მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებული დანაშაულია, რაც აისახა კიდეც ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულებაზე, რომელიც 2025 წელს  201,5 მილიონ ლარს აღემატება. წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილია ამოღებული და დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებების და უძრავი ქონების ღირებულება. ფულის გათეთრების ფაქტებზე 170 დაზარალებულისთვის და სახელმწიფოსთვის ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი, მათ შორის 815 912 ლარის ზიანი აუნაზღაურდა სახელმწიფოს“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა, ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს
გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა
გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში
გენერალური პროკურორი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო - „პირველ კალათაში“
დავით ქართველიშვილი: მარკო რუბიოს მოადგილის განცხადება, იყო ალბათ მცდელობა თავისი შეფის - სახელმწიფო მდივნის ცოტა გაუგებარი და მკვეთრი განცხადებები გადაეყვანა იმ პოზიტიურ ჭრილში, რომელშიც ამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები
არქივი