შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პრემიერმა ჩაშალა რუსეთ-უკრაინის შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია, ბორის ჯონსონი კი მშვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 05 ივნისი 2026, 13:39

ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ [უკრაინა-რუსეთის] ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა, ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა პუტინისადმი ზელენსკის ღია წერილზე, სადაც ის პუტინს ომის დასრულებისა და ლიდერების დონეზე პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

„არ მგონია ჩვენი შესაფასებელი იყოს [წერილი]. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ [უკრაინა-რუსეთის] ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა, ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული მშვიდობის დასამყარებლად. სამწუხაროდ, ასეთ მიდგომებს ვერ ვხედავთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან. ვხედავთ, როგორ აქეზებენ ამ კონფლიქტის გაგრძელებას. შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყებიდან 2 თვეში, 2022 წლის აპრილში, სტამბოლში პარაფირებული იქნა სამშვიდობო შეთანხმება, უკრაინული და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დავით არახამია და მისი განცხადებაა, რომ უკრაინისთვის მისაღები პირობები იყო. დაბრუნდნენ კიევში, იქ ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩაშალა შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშვიდად დადის და კონფერენციებსა და სემინარებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ომამდეც გამოიჩინეს დასავლურმა ქვეყნებმა. ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამას ადასტურებს აშშ-ის ადმინისტრაცია და ვერ შეძლო ეს ევროკავშირმა, ნატო-მ, მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ. ამ ომის დასრულება შეიძლებოდა თავშივე. ამას ადასტურებს უკრაინის ხელისუფლება. ნებისმიერი ინიციატივა, რომ ომი დასრულდეს, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები პირობები იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს „მადლობის მარში“ გაიმართება
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
ბექა ძამაშვილი - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა ძალიან მცირეა, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
არქივი