შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 05 ივნისი 2026, 13:43

რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედეგი, - განაცადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა იქნება უკრაინისთვის სამართლიანი გამოსავალი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ წინაპირობები, რომელსაც უყენებენ უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებისთვის, ამას არ ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ ასე ჩანს, რომ ამგვარი სამართლიანი შედეგის მიღწევა შეიძლება რთული იყოს, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ გვესმის. ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება არის იმის წინაპირობა, რომ უკრაინამ წინ წაიწიოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში და ამ სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ტერიტორიების დათმობა.

ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იდენტური პოზიცია აქვს აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას, რომ „ეს ომი არ იქნებოდა, რომ ყოფილიყო პასუხისმგებლობიანი ხელმძღვანელობა“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია ევრობიუროკრატიას მაშინ, როდესაც უბიძგებდა ქვეყანას ესკალაციაში ჩართვისკენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს „მადლობის მარში“ გაიმართება
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
ბექა ძამაშვილი - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა ძალიან მცირეა, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
არქივი