პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 05 ივნისი 2026, 14:20

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივნისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა ,,ჰიუნდაის’’ მარკის ავტომანქანას, რომელსაც დააკარგვინა მართვა და გადაიყვანა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ავტომანქანა „ჰიუნდაი“ შეეჯახა სხვა ავტომანქანას რა დროსაც მართვა დაკარგული გადავარდა მდინარე მტკვარში, რომლის მძღოლის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს „მადლობის მარში“ გაიმართება
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
ბექა ძამაშვილი - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა ძალიან მცირეა, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
არქივი