4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 05 ივნისი 2026, 14:21

4 ოქტომბრის საქმეზე ჩადენილი დანაშაულის აღიარებებს კიდევ რვა ბრალდებულის აღიარება დაემატა. რვავემ თავი დამნაშავედ ცნო და სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება. შესაბამისად, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება რვა ბრალდებულს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას. მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავოდ გახადეს.

15 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება შვიდ პირს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

მანამდე დანაშაული იგივე საქმეზე ბრალდებულმა 7-მა პირმა აღიარა. ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული 2 ივნისს აღიარეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს „მადლობის მარში“ გაიმართება
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
ბექა ძამაშვილი - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა ძალიან მცირეა, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული
პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი