ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 05 ივნისი 2026, 17:48

ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს და რიგით მე-9 შეხვედრას რაჭაში, ამბროლაურში მართავს. შეხვედრა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ახალგაზრდების ხედვები და სამომავლო გეგმები საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.

მისივე თქმით, ახალგაზრდების მოთხოვნებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

„მათი ხედვები და სამომავლო გეგმები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. იცით, რომ დღეს რაჭაში შეხვედრა გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობას, ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მოთხოვნები, სურვილები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ დონალდ ტრამპს რეგიონში წმინდა ადგილებზე წვდომის გარანტია სთხოვა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს „მადლობის მარში“ გაიმართება
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
ბექა ძამაშვილი - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა ძალიან მცირეა, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
არქივი