ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე - ეს წერილი ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს - ჩვენს შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 05 ივნისი 2026, 20:37

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის „უხეშობის ელემენტებს“ შეიცავს. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ეს წერილი, რომელზეც ახლა თქვით, ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს. რა არის ეს? ეს პირადი შეხვედრისთვისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნაა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება? ვფიქრობ, რომ ეს მეორეა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ერთმანეთში საკვანძო საკითხები მხოლოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა მოაგვარონ, ხოლო სხვა მხარეები, მათ შორის აშშ, შეიძლება გარანტორები იყვნენ.

„ბუნებრივია, რომ საკვანძო საკითხებს ერთმანეთში მხოლოდ რუსეთი და უკრაინა უნდა აგვარებდნენ, ხოლო ჩვენ კოლეგებს შეერთებულ შტატებშიც, და სხვა რეგიონებშიც შეუძლიათ მხოლოდ პირობების შექმნა და გარანტორებად ყოფნა. აქედან ამოვდივართ“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, ის ზელენსკისთან შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ხედავს.

„ჩვენს შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ, უკრაინული მხარის მიზანი ჩვენი შეტევის შეჩერებაა, ხოლო ჩვენ შეთანხმებები გვჭირდება,” - განაცხადა პუტინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
ვლადიმერ პუტინი - ზელენსკისთან შეხვედრა შეთანხმების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი, უკრაინული მხარისთვის ერთადერთი აზრი ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებაა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ დონალდ ტრამპს რეგიონში წმინდა ადგილებზე წვდომის გარანტია სთხოვა
არქივი