ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 05 ივნისი 2026, 21:16

ევროკომისია მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

ჰიპერმა კომენტარი გააკეთა წერილზე, რომელიც ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა. ევროკომისიის წარმომადგენლის შეფასებით, აღნიშნული მიმართვა არის კიდევ ერთი მკაფიო მოწოდება რუსეთისადმი, რომ „შეწყვიტოს უკანონო ომი“.

„ევროკომისია კმაყოფილებით მიესალმება პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ომში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია და ამ ფონზე, უკრაინისადმი მტკიცე და გადამწყვეტი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე - ეს წერილი ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს - ჩვენს შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ
ვლადიმერ პუტინი - ზელენსკისთან შეხვედრა შეთანხმების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი, უკრაინული მხარისთვის ერთადერთი აზრი ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებაა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ დონალდ ტრამპს რეგიონში წმინდა ადგილებზე წვდომის გარანტია სთხოვა
არქივი