67
05 ივნისი 2026, 23:09
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა.
ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუკა ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა. ლოჩოშვილმა ბურთი მეტოქის კარში 52-ე წუთზე გაიტანა.
76-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიყენა და საქართველოს სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახდა.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს გოლი ეროვნული გუნდის რიგებში 23-ე იყო. ამ მაჩვენებლით ის გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |