მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 06 ივნისი 2026, 00:32

2026 წლის 4 ივნისს, სანფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სან ფრანცისკოში საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.

მინისტრმა მერს მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის დაფუძნების პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესზე, ხაზი გაესვა ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას, სტრატეგიულ მდებარეობასა და პოტენციალს.

აღინიშნა სან ფრანცისკოს გამორჩეული როლი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში და არსებული პოტენციალის სათანადოდ გამოყენების მნიშვნელობა ქართული მხარისთვის, რასაც ხელს შეუწყობს ინოვაციების ჰაბი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე - ეს წერილი ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს - ჩვენს შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ
არქივი