ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 06 ივნისი 2026, 20:54

ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები, გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროკავშირს ამოფარებული ზოგიერთი ძალა ქვეყანაზე თავდასხმას ახორციელებს და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მახაშვილი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამოძახილია.

„ვიზალიბერალიზაცია არასდროს გამხდარა პოლიტიკური საკითხი. 2017 წლიდან ყოველწლიურად დგებოდა ანგარიშები და ყოველთვის იყო იქ 7-10 რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ გახდა ყველაზე პრობლემური - როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხვა ვერაფრით მიუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რეაგირებს და ემოციური საკითხია, დააჭირეს - უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.

ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ამ სისტემის მთავარი არსი არის, რომ შენი მოქალაქე რომ მიდის ევროკავშირში, კანონიერად შევიდეს იქ და თუ შევა, იქ ჩართული არ იყოს დანაშაულებრივ პროცესებში და თავის დროზე იქიდან გამოვიდეს. წესების დაცვით დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. მაგრამ, რაც არის ეს ნამდვილი კრიტერიუმები, გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით და ამით, ფაქტობრივად, ჩამოვიქცეთ - ძალიან მაინტერესებს ამაზე თქვენი აზრი, ჩვენ ეს რომ გაგვეკეთებინა, სად მივიდოდით, დაუახლოვდით ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, ანუ, გააუქმეთ უვიზო მიმოსვლა, თუკი ვინმესთან გაქვთ მსოფლიოში. ასე, რომ ეს საკითხი ზედმეტად პოლიტიზირებული გახდა“, - აღნიშნა მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია
თეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
არქივი