თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 06 ივნისი 2026, 23:02

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება.

როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.

„არის წითელი ხაზები: სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი, ტერიტორიული მთლიანობა - შედი ევროკავშირში და დაივიწყე შიდა ქართლი და აფხაზეთი, დავთანხმდეთ ამას?! არის რაღაცები, რასაც ჩვენ წითელ ხაზს ვეძახით, არის, რომ ჩვენ ბავშვები, ჩვენი კულტურა, ეროვნული მენტალიტეტი დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიჰყავს.

„თვითონ ევროკავშირის, ევროკომისიის დოკუმენტები მოწმობს, რომ ჩვენ წინ ვართ მოლდოვასა და უკრაინაზე. მაგრამ დღეს, წინა პერიოდისგან განსხვავებით ამის აღიარება არ ხდება და არ ხდება იმიტომ, რომ ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი, ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქობულეთში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმისგან გარდაიცვალა
თეა წულუკიანი: ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი - ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ
შსს - კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია
თეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
არქივი