გიორგი კალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 07 ივნისი 2026, 15:38

ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო ადმინისტრაციას, - განუცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“, რომელიც სომხეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

„იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციაში გაიმართა და რომელთა ფარგლებში ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის გაწეული არის ძალიან დიდი სამუშაოები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს სამუშაოები თავის შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნები იქნება კარგად ადმინისტრირებული, პროფესიულ დონეზე, გამჭვირვალე პირობებში და წარმატებას ვუსურვებ საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარვუდგენთ საარჩევნო ადმინისტრაციას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი