სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 07 ივნისი 2026, 17:25

ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, ყველას ჰგონია, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა ფსევდო ერთობა არის დაკვეთა, რასაც იღებენ გარედან.

„ოპოზიციის ყველა ფსევდო ერთობა არის დაკვეთა, რასაც იღებენ გარედან და რომელიც საბოლოოდ ვერ ხორციელდება ხოლმე, რადგან ეს პიროვნული ამბიციები ყოველთვის გადასძალავს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას ზიზღისა და დაპირისპირების გარეშე მოქმედება არ შეუძლია. ასე ხსნიან ისინი, შეურაცხმყოფელი ტექსტებით აგორებულ დაპირისპირების კამპანიას.

ერთმანეთს პოსტებით ანა წითლიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდნენ. წითლიძე ამტკიცებს, რომ გვარამიამ თანამებრძოლებს მძიმე მომენტში უღალატა. ასევე იხსენებს, რომ წარსულში გვარამია ჩერგოლეიშვილს დასცინოდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა მიაყენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი