სამართალდამცველებმა გიუმრიში „ძლიერი სომხეთის“ ოფისში პარტიის წევრები დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 07 ივნისი 2026, 17:57

სომხური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, პოლიციელები გიუმრიში ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ოფისში შეიჭრნენ და 3 ადამიანი დააკავეს.

ბლოკმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადვოკატებს ოფისში შესვლისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ.

თავის მხრივ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიუმრიში მოსყიდვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების შესახებ მიიღეს შეტყობინება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი