პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 07 ივნისი 2026, 19:08

პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ.

„გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არის და უკვე შემდეგ კვირაში, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლისას გავაჟღერებთ არაერთ კითხვას. აქაა ლაპარაკი როგორც გარკვეულ მუნიციპალურ პრობლემებსა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ასევე დასაქმების თემაზეც და ამას მივაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა

„ვისაუბრეთ პარტიული სტრუქტურის გაფართოებასა და კიდევ უფრო განვითარებაზე. ასევე ინფრასტრუქტურულ შემადგენელზეც გვქონდა აქცენტი - ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გაიხსნას ოფისები და ზოგან უკვე გაიხსნა კიდეც. „ხალხის ძალა“, აშკარად, საზოგადოებაში უფრო მოთხოვნადი პარტია გახდა და ჩვენი რეიტინგი საზოგადოების მხრიდან ინტერესთან ერთად იზრდება. ამიტომ ჩვენც ვაპირებთ, რომ გავზარდოთ პოლიტიკური აქტივობა და მოვემზადოთ 2028 წლის არჩევნებისათვის“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

„ფრაქცია „ხალხის ძალის“ წევრები, შევხვდით „ხალხის ძალის“ დეპუტატებს. განვიხილეთ ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმები, ვისაუბრეთ მოსახლეობის პრობლემებსა და პარტიის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოლომონ სარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი