მიმაჩნია, რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მართალია სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ სურს გახდეს ფრონტის ხაზი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა და გეოპოლიტიკის მკვლევარმა გლენ დიზენმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი არცთუ ისე კარგად მისდის დასავლეთს, ახალი ფრონტი სჭირდებათ, მათ სურთ ქართველი ახალგაზრდები იხილონ ფრონტის ხაზებზე.
„არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარეს რა უნდა, უკრაინაში ომი არცთუ ისე კარგად მისდის დასავლეთს, ასე რომ ახალი ფრონტი სჭირდებათ, მათ სურთ ქართველი ახალგაზრდები იხილონ ფრონტის ხაზებზე. საქართველო ბალანსს შესანიშნავად იცავს და ავითარებს კავშირებს. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა არის პრო- ქართული, საბოლოო ჯამში თქვენთვის უმთავრესია თუ რა აჯობებს საქართველოსთვის“, - აღნიშნა გლენ დიზენმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |