21
07 ივნისი 2026, 23:34
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, - ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.
ელექტრონული ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 537 იყო, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა 410-მა მიიღო მონაწილეობა.
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 22-ია.
გამოცემის ცნობით, შედეგების თანახმად, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა წარადგინა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ -„სამოქალაქო კონტრაქტი“ – 330 ხმა მოიპოვა, 13-13 ხმა მოიპოვეს ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ და პარტიამ „ერთიანობის ფრთები“, შემდეგ კი მოდის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ 8 ხმით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |