ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 08 ივნისი 2026, 10:05

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანნა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.

„ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად. მათ უნდა დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თქვენთვის ცნობილ საქმეებზე და კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის ჩამორთმევის პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს უკანონო აქტივების კონფისკაციის მექანიზმის, სისხლისსამართლებრივი დევნის, სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სისტემების მეშვეობით.

საბოლოო ჯამში, ეს ძალები არ არიან პოლიტიკური ძალები; ისინი კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები არიან და მათ სომხეთში მოქმედების არეალი არ უნდა ჰქონდეთ. ომის სამთავიანი ჯაშუშური პარტია სომხეთიდან უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ამოცანა პოლიტიკურ სფეროში. რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა“, - განაცხა ფაშინიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. წინასწარი მონაცემებით, ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საკმარისი ხმები მიიღო იმისათვის, რომ მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს.

წინასწარი შედეგები ასევე მიუთითებს, რომ „ძლიერმა სომხეთმა“, „სომხეთმა“ და „აყვავებულმა სომხეთმა“ პარლამენტში შესასვლელად საჭირო საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიისა და ფულის მოსაპოვებლად. პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. მტრული პოლიტიკის გატარება, ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა
არქივი