შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 08 ივნისი 2026, 11:52

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული და ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა სომხეთისთვის, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მშვიდობას რეგიონისთვის. ეს თავის მხრივ წაადგება ამ რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიისა და ფულის მოსაპოვებლად. პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. მტრული პოლიტიკის გატარება, ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა
მთაწმინდის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
არქივი