15
08 ივნისი 2026, 14:07
აშშ-ში, ქალაქ კანზას-სიტიში სროლა მოხდა იმ ბაზის მახლობლად, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ინგლისის ნაკრები ივარჯიშებს.
გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინციდენტი ჯერ კიდევ 6 ივნისის დილას, ტროსტ-ავენიუს ქუჩაზე მოხდა, რომელიც ბაზიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სროლის მიზეზი უცნობია. პოლიციას ეჭვმიტანილები არ დაუკავებია.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ინგლისის ნაკრები კანზას-სიტის საწვრთნელ ბაზაზე ჯერ არ ჩასულა.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. მეოთხედფინალიდან მოყოლებული ფინალის ჩათვლით, ყველა შეხვედრა აშშ-ში გაიმართება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |