ლევან მახაშვილი: 11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის. უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 08 ივნისი 2026, 14:08

11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის. უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება ევროკომისიას ან ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ჰქონდეს კითხვები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკომისიას ანგარიშში ყურადღება აქვს გამახვილებული სამ დიდ თემაზე.

„ევროკომისიას ანგარიშში ყურადღება აქვს გამახვილებული სამ დიდ თემაზე. ეს არის კანონები, რასთან დაკავშირებითაც აქვთ კითხვები. სანქციებთან დაახლოება, იქნება ეს სავიზო პოლიტიკასთან დაახლოება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენც გვექნება შესაბამისი პოზიციონირება ჩვენი მდგომარეობიდან, საგარეო პოლიტიკური გამოწვევებიდან, ოკუპაციიდან, თუ სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე.

მოხდა ამ თემის ზედმეტი პოლიტიზება, ზედმეტი მცდელობა, რომ მაქსიმალური შანტაჟის იარაღი ყოფილიყო ეს თემა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კონკრეტული არგუმენტებით, მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში შევეცადოთ ამ თემის დაბრუნებას სამუშაო პროცესში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, მორიგი მუქარა კი პოლიტიკურია. ხელისუფლების მკაფიო პოზიცია არის, რომ ვიზალიბერალიზაცია სუვერენიტეტზე არ იცვლება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
ევროკომისიის პრესსპიკერი - 11 ივნისის საქართველოს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური პასპორტები შეუჩერდა
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება
Le Figaro: საქართველო - ემოციების ისტორია
არქივი