შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 08 ივნისი 2026, 15:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მინისტრმა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, დაშავებულ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

პატრულ-ინსპექტორს პატრულირებისას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.

მერაბ ქავთარაძემ და პოლიციის მაიორმა გიორგი ძაძამიამ, პატრულირებისას შენიშნეს მამაკაცი, რომელმაც ერთ პირს ჭრილობები მიაყენა და დანით მისდევდა.

სამართალდამცველებმა მამაკაცს შეჩერებისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დანით თავს დაესხა.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
ევროკომისიის პრესსპიკერი - 11 ივნისის საქართველოს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური პასპორტები შეუჩერდა
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება
Le Figaro: საქართველო - ემოციების ისტორია
არქივი