ევროკომისიის პრესსპიკერი - 11 ივნისის საქართველოს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური პასპორტები შეუჩერდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 08 ივნისი 2026, 15:56

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისია აპირებს, რომ ქართულ მხარესთან 11 ივნისს გამართოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შედგება.

„2026 წლის მარტში კომისიამ დიპლომატიური სამსახურისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვის საწყისი ვადით შეაჩერა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ამაზე, როდესაც უვიზო რეჟიმის შეთანხმება ჩერდება, კომისია აღნიშნულ მესამე ქვეყანასთან „გაფართოებულ დიალოგს“ მართავს და მისი მიზანია შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება და ამ კონტექსტში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. ისინი ეწინააღმდეგება კავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, ხელს უშლის კავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ტარდება შეჩერების პროცესსა და კონტექსტში. შესაძლოა, შეხვედრის შემდეგ მკითხოთ, შემიძლია, თუ არა ანგარიშის წარდგენა“, – განაცხადა ლამერტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჰაქან ფიდანი: ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები უკრაინაში და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა
გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება
Le Figaro: საქართველო - ემოციების ისტორია
არქივი