გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 08 ივნისი 2026, 15:58

პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რიგ შემთხვევებში საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ ნეგატიურია.

„მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება იქნება რუსეთთან ეკონომიკური თუ სამხედრო. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს გაცილებით უფრო ნათელი ბოლო პერიოდში გახდა. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს მსგავსი აქვთ. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთs ან ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა „მზად ვართ“ არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა ყველა მიმართულებით მსგავსი გვაქვს, თუმცა ბრიუსელს გარკვეული ინტერესები აქვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს არ შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჰაქან ფიდანი: ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები უკრაინაში და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა
ევროკომისიის პრესსპიკერი - 11 ივნისის საქართველოს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური პასპორტები შეუჩერდა
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება
Le Figaro: საქართველო - ემოციების ისტორია
არქივი