ჰაქან ფიდანი: ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები უკრაინაში და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 08 ივნისი 2026, 17:36

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გახლავთ თუ რამდენად სენსიტიური და მძიმე გამოდგა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობა გახლავთ მხოლოდ იარაღის გამოყენების საშუალებით.

„ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა. უნდა იყოს მცდელობა, რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა. საზღვრების გადაკეთების ნებისმიერ მცდელობას მივყავართ დესტრუქციასთან, ნგრევასადა ომის საშინელებებთან.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ფორმულები, რომ მივაწოდოთ ქვეყნებს, რათა ფრთხილად მოეპყრონ ამ საკითხებს. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც მორიგებულან ქვეყნები და მითუმეტეს, როდესაც ეს მდგომარეობა ვითარდება შავ ზღვაზე, ამ შემთხვევაში ჩვენი შეშფოთებაც იზრდება.

სამივე მინისტრმა ვისაუბრეთ ამ თემაზე და პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ ზარალდება სამოქალაქო მოსახლეობა ამ ქმედებების შედეგად. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა სამიზნე იდენტიფიცირდეს და მივიღოთ ზომები. გემები, რომლებიც სატრანსპორტო გადაზიდვებში არიან ჩაბმული, უნდა იყვნენ ძალიან ახლო კოორდინაციაში ერთმანეთთან და საზღვაო ვითარება უნდა იყოს კონტროლის ქვეშ. ჩვენი სამინისტრო ცდილობს, რომ საკმაოდ ღრმად ჩაერთოს ამ საკითხების გადაჭრაში. ამ პრობლემაზე ყველაზე დიდი რეაგირება იქნება ის, რომ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა ჰაქან ფიდანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტა კოსი: მიუხედავად უკრაინის მოთხოვნისა გაწევრიანების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ევროკავშირს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ასეა მოწყობილი გაფართოების პროცესი
გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
ევროკომისიის პრესსპიკერი - 11 ივნისის საქართველოს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური პასპორტები შეუჩერდა
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება
არქივი