მარტა კოსი: მიუხედავად უკრაინის მოთხოვნისა გაწევრიანების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ევროკავშირს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ასეა მოწყობილი გაფართოების პროცესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 08 ივნისი 2026, 19:02

ევროკავშირში სახელმწიფოების გაწევრიანება შეუძლებელია კონკრეტული თარიღებით შემოიფარგლოს, თუმცა არსებობს ვადები, რომელთა იმედიც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ. ამის შესახებ კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად უკრაინის მოთხოვნისა გაწევრიანების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ევროკავშირს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ასეა მოწყობილი გაფართოების პროცესი.

ამავდროულად, ევროკომისია წინააღმდეგი არ არის, რომ კანდიდატმა ქვეყანამ თავად დაისახოს საორიენტაციო ვადები.

„ევროკავშირის გაფართოება არასოდეს ეფუძნება თარიღებს. თუმცა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ცალკეული კანდიდატები ადგენენ გარკვეულ ვადებს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა მან.

„ჩერნოგორიას სურს ტექნიკური მოლაპარაკებების დასრულება, ანუ ყველა თავის დახურვა, მიმდინარე წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში. ჩვენ მხარს ვუჭერთ, თუმცა ჩერნოგორიამ შედეგები უნდა აჩვენოს. ალბანეთი ამბობს, რომ ამის გაკეთება მომავალი წლის ბოლომდე სურს - ძალიან კარგი, მაგრამ ეს ასევე უნდა გაკეთდეს. მოლდოვას მოლაპარაკებების ტექნიკური ნაწილის დასრულება 2028 წელს სურს. ჩვენ არც ამ პროგრესის წინააღმდეგი ვართ“, - განმარტა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ
ბაჩო ოდიშარია - ეს არ არის მხოლოდ პარასპორტისა და პარასპორტსმენების ისტორია, ეს ფილმი არის უახლესი საქართველოს ისტორიის ანარეკლი
ჰაქან ფიდანი: ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები უკრაინაში და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა
გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
ევროკომისიის პრესსპიკერი - 11 ივნისის საქართველოს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც საქართველოს დიპლომატიური პასპორტები შეუჩერდა
არქივი