ბაჩო ოდიშარია - ეს არ არის მხოლოდ პარასპორტისა და პარასპორტსმენების ისტორია, ეს ფილმი არის უახლესი საქართველოს ისტორიის ანარეკლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 08 ივნისი 2026, 19:39

როდესაც გაეროში გამოთქვეს მზაობა, რომ ეს ფილმი ეჩვენებინათ, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფილმით ნახავს საქართველოში რა სიტუაციაა პარასპორტსმენების უფლებების მხრივ. საშუალება ექნებათ თავად დაინახონ და შეაფასონ ქართული რეალობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ქართული დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“-ს რეჟისორმა, ბაჩო ოდიშარიამ.

რეჟისორმა გადაცემაში ფილმის შექმნის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფილმის შექმნის შთაგონებად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები იქცა.

„ფილმის იდეა დაიბადა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პარასპორტი სწრაფი ტემპით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მრავალმხრივად გვაქვს სპორტის სახეობებში 9როგორც გუნდურში, ისე ინდივიდუალურში0 დიდი წარმატებები საერთაშორისო დონეზე, პარასპორტსმენები მაინც ახერხებენ მეტი საერთაშორისო ჯილდო ჰქონდეთ.

ეს არ არის მხოლოდ პარასპორტისა და პარასპორტსმენების ისტორია, ეს ფილმი არის უახლესი საქართველოს ისტორიის ანარეკლი, ის, თუ რა გამოიარეს ამ ადამიანებმა, როგორია მათი დღევანდელობა, როგორია მათი სამომავლო გეგმები“, - აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.

11 ივნისს ქართული დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“- ს ჩვენება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა თბილისში გაიმართება
ცვლილებათა პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება
მაკა ბოჭორიშვილი - სტამბოლში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის სიმტკიცე, საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად
მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ
არქივი