მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 08 ივნისი 2026, 20:45

ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხე ემუქრება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 11 ივნისს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.

„შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, რადგან ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება 11 ივნისს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და სომხეთს დღეს აქვს საუკეთესო ურთიერთობები, ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრი მიმართულებით
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს შეხვდა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა თბილისში გაიმართება
ცვლილებათა პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება
არქივი