მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და სომხეთს დღეს აქვს საუკეთესო ურთიერთობები, ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრი მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 08 ივნისი 2026, 21:44

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და სომხეთს დღეს საუკეთესო ურთიერთობები აქვს.

„ვულოცავთ მათ არჩევნებში გამარჯვებას. პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს ეს გამარჯვება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სტაბილურობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში და ჩვენი ურთიერთობების სტაბილურად განვითარება. საქართველოსა და სომხეთს დღეს აქვს საუკეთესო ურთიერთობები. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის იმ საკითხებზე, რა საკითხებიც აქტიურად დგას სომხეთის დღის წესრიგში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები, ევროკავშირთან ურთიერთობები. ეს არის სომხეთის ხელისუფლების, ამ შემთხვევაში, ნიკოლ ფაშინიანის პოზიცია, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან კოორდინაცია და ურთიერთობები, სწორედ ამ ურთიერთობების კონტექსტში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც სჭირდება საქართველოსა და სომხეთს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი - მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა2
დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა
არქივი