პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 08 ივნისი 2026, 23:15
2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა, იყო 21,3% და შემცირდა 7,1%-მდე. უკრაინაში 2021 წელს დაახლოებით 21% იყო სიღარიბე, გაიზარდა 41,6%-მდე. 90-იანი წლები არის დაბრუნებული უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით იგივე ვითარებაა მოლდოვაში.

„უკრაინაში ომია, მოლდოვაში არ არის ომი. 2019 წელს 25,2% იყო სიღარიბე მოლდოვაში და შარშანდელი მონაცემებით, გაიზარდა 31,6%-მდე. საქართველოში, მიუხედავად სისტემური და სისტემატური უსამართლობისა, რასაც ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სწორედ ჩვენი ძალისხმევით და ჩვენი რიტორიკის წყალობით, კრიტიკაც იყო, მაგრამ იყო მხარდამჭერი გზავნილებიც ევროინტეგრაციის მიმართ, ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება ევროინტეგრაციის მიმართ. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი, ქვეყნის მოსახლეობის 54,6%-მა, ვინც რეფერენდუმში ქვეყანაში მისცა ხმა, უარი უთხრა ევროინტეგრაციას. ამ ქვეყანას გვადარებენ ჩვენ. მოლდოვაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას არ უნდა ევროინტეგრაცია. 54,6% არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი, საუბარია იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ვინც უშუალოდ ხედავს ყველაფერს. მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია და ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ეს არის საერთო მოცემულობა - დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ეკონომიკა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველო არის ბევრად უფრო წინ. ეს ხომ ციფრებია. ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ ციფრები. ყველაზე მეტად ეზიზღებათ ციფრები, რადგან ციფრები აჩვენებს შიშველ სიმართლეს. დანარჩენი არის დემაგოგია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტა კოსი - უკრაინა სასამართლო რეფორმების გარეშე ასობით მილიონ ევროს დაკარგავს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა2
დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
არქივი