გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 08 ივნისი 2026, 23:20

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება და ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან აღარ ისმის ის კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ადრე რეგულარულად კეთდებოდა.

მისი თქმით, მთავარი შეფასების კრიტერიუმი რეალური შედეგია და სწორედ შედეგები აჩვენებს, რომ ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის.

„რეალური შედეგი რაც არის, ის უნდა განვიხილოთ და ეს შედეგი გვაქვს. წელიწად-ნახევრის წინ შეერთებული შტატებიდან ისმოდა არასამართლიანი განცხადებები, იყო უარგუმენტო კრიტიკა და არასწორი მიდგომები - ხან კვირაში ერთხელ, ხან ყოველდღე. შტატების ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას - რუსეთი თუ შემოიჭრება, გამოცდილება გაქვთ, პარტიზანული ბრძოლა დაიწყეთ, ათი ათასი კაცი დაიღუპებაო. ახლა კი ასეთი განცხადებები აღარ არის.

ასევე, ბაიდენის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებდა ამერიკის მოქალაქეებს - ნუ ღელავთ, ჩვენი ჯარისკაცები ოჯახებში არიან და უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის ფასად ამერიკული სამხედრო ინდუსტრია წინ მიდისო. გერმანიის მოქმედი კანცლერის განცხადებაც იგივეა - რომ არა უკრაინის ომი, გერმანიის სამხედრო ინდუსტრია ვერ გაიზრდებოდაო. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, როდესაც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათ ზრახვებზე ვსაუბრობდით.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებულია - არათუ აღარ არის არასამართლიანი განცხადებები, არამედ მათი დელეგაცია ჩამოდის საქართველოში, ჩვენი დელეგაცია ვიზიტით მიდის შეერთებულ შტატებში - ეს არის პოლიტიკა. ბუნებრივია, შტატებს თავისი ინტერესი ექნება, ჩვენ კი - ჩვენი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ არასამართლიანი განცხადებებით.

ჩვენს განცხადებებს ანტიამერიკულს არქმევდნენ, როცა ვეკითხებოდით ამერიკას, რატომ გვირტყამდნენ უმიზეზოდ; განვუმარტავდით, რომ არ ვიყავით ამის ღირსი და პირიქით, ჩვენი სამხედროები პროცენტულად ყველაზე მაღალი წილით მონაწილეობენ მისიებში, ამ დროს კი ჩვენს შესახებ არასამართლიან განცხადებებს ავრცელებდნენ.

დღეს ვხედავთ, რომ ამერიკასთან ურთიერთობები მიდის დალაგებისკენ. როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტა კოსი - უკრაინა სასამართლო რეფორმების გარეშე ასობით მილიონ ევროს დაკარგავს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა2
დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
არქივი