გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 08 ივნისი 2026, 23:21

პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესის შემოღების ინიციატივას მიესალმება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დეპუტატს პარლამენტში უნდა ჰქონდეს ნორმალური საქმიანობის საშუალება და ჟურნალისტების მხრიდან კითხვებზე პასუხის მისაღებად მათ წინააღმდეგ გამოყენებული დერეფნებში დევნის ფორმა, დაუშვებელი და მიუღებელია.

„ჩვენ ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ რიგებში ყოფნისას და მოგვიანებით „ხალხის ძალის“ შექმნის შემდეგ, ვითხოვდით ევროპაში არსებული რეგულაციების საქართველოს პარლამენტში შემოღებას. დამისახელეთ რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა, ან მაჩვენეთ შემთხვევა, როცა ჟურნალისტი ლიფტში ან კაბინეტში უვარდება დეპუტატს, ან დერეფანში მისდევს და სურს სულელურ შეკითხვაზე პასუხის ძალით მიღება. აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - მათ აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ.

პარლამენტში მედიისთვის არის რამდენიმე ადგილი (არა ერთი, არამედ რამდენიმე), სადაც დეპუტატი მიდის და პასუხობს მედიის კითხვებს. მაგრამ, თუ დეპუტატი არ მიდის კითხვებზე საპასუხოდ, პროფესიონალი ჟურნალისტი თუ ხარ, შეგიძლია გააკრიტიკო ამის გამო და თქვა, რომ კითხვებს არ უპასუხა, მაგრამ ამ ტიპის ჟურნალისტებს სწორედ იმაზე აქვთ აწყობილი დღის წესრიგი, როგორმე გააბრაზონ დეპუტატი და წყობილებიდან გამოიყვანონ.

ასე რომ, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რადგან, დეპუტატს, როცა მიდის პარლამენტში, უნდა ჰქონდეს სამუშაო გარემო და არ უნდა დასდევდეს ჟურნალისტი - ლამისაა საპირფარეშოებში შეუვარდნენ დეპუტატებს. მითხარით, რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ?“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტა კოსი - უკრაინა სასამართლო რეფორმების გარეშე ასობით მილიონ ევროს დაკარგავს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა2
დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
არქივი