დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 08 ივნისი 2026, 23:23

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებას, რომლის თანახმად, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ჩატარდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არჩევანი, რომელიც სომხეთში გაკეთდა, ცხადყოფს, რომ ოფიციალურმა ერევანმა აირჩია „ცრუინტეგრაციების გზები“.

„მაშ სომხეთივით არჩევნები გინდათ? მაშ ასე უნდა გამოგლიჯოთ ოცნებას არჩევნები? ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და უკრაინა/მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს. გასაგებია, რომ სამხრეთკავკასიელი მეზობლებივით ვერ იქნებოდნენ ჩართული იმ გლობალურ გეოეკონომიკურ პროცესებში, მაგრამ ჩვენი გამოცდილება მაინც ხომ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ - სადამდე და რა ჩიხში შედიხარ ცრუინტეგრაციების გზაზე.

ახლა კი, მძიმე და ჩვენს მიერ კარგად აპრობირებული და უკუგდებული მარშრუტი აქვთ შერჩეული.

ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კი დავიმახსოვროთ..." - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტა კოსი - უკრაინა სასამართლო რეფორმების გარეშე ასობით მილიონ ევროს დაკარგავს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა2
გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
არქივი