პრემიერი - მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა2
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 08 ივნისი 2026, 23:25
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით.

ირაკლი კობახიძემ ინფლაციის კუთხით საქართველოსა და მოლდოვის მაჩვენებლები შეადარა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მოლდოვაში კატასტროფული ვითარებაა.

„ინფლაცია რომ ავიღოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენთან ინფლაცია სამომხმარებლო ფასებზე იყო 8%-ზე ნაკლები, რაც არის იდეალური მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ სასურველია, წელიწადში 2-3% მაინც იყოს ინფლაცია. სჯობს, 4%-ს არ გადააჭარბოს და სწორედ ამ პარამეტრებში ზის სამწლიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყანა. მოლდოვაში ამ სამ წელიწადში ინფლაცია იყო 28%, რაც ნიშნავს კატასტროფას. რეალური ეკონომიკა მცირდება, ინფლაცია გაქვს 28%, შესაბამისად, ნომინალური ეკონომიკა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა. ისიც კი, რაც დაემატა მოლდოვას ნომინალურ ეკონომიკაში, დაემატა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე. სრული კატასტროფა არის ეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილი მოლდოვაში. კი ბატონო, უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით მოშლილია სისტემა, კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მოლდოვაზე კორუმპირებული ქვეყანაა უკრაინა. ეს არის მთლიანობაში ვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტა კოსი - უკრაინა სასამართლო რეფორმების გარეშე ასობით მილიონ ევროს დაკარგავს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
არქივი