45
08 ივნისი 2026, 23:48
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა დებატები წამყვან ტელევიზიებში.
„მოლდოვას და უკრაინას არ გეუბნებით, ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას. ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, ამდენად გახსნილია მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც საერთოდ აღარ არის მედიაპლურალიზმი? ამას ვედრებით? მე ფაქტებით გესაუბრებით და თქვენ ზეპირად მესაუბრებით. PACE-ს, OGP-ს, სოციალისტურ პარტიას და OECD-ს რაც შეეხება, ყველაფერზე არგუმენტები გვაქვს, რადგან ოთხივე სუბიექტი პირდაპირ გამოიყენებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზოგადად და აბსტრაქციებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |